ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა უკრაინა - რუსეთს შორის მოლაპრაკება. აქამდე არსებული ინფორმაციით, მხარეები შეხვედრის ადგილზე იმყოფებოდნენ და მოლაპარაკება თბილისის დროით 4 საათზე უნდა დაწყებყულიყო, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 4 დღის წინ შედგა. მხარეები სამი საათი საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტულად ვერაფერზე შეთანხმდნენ. ამასთან, რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს. უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან სამ ბლოკიანი შეთავაზება აქვთ.