უკრაინის რკინიგზამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სპეციალური ვაგონი გამოუყო დაღუპული რუსი ოკუპანტი ჯარისკაცების ქვეყნიდან გასატანად. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება.
უკრაინის რკინიგას ფასტოვის, ოდესა-ზასტავის, პოდოლსკის, მერეფეას, ზაპოროჟიეს სადგურებიდან რუსული არმიის დაღუპული სამხედროების ცხედრების გასატანად 20 ვაგონის გამოყოფის ამოცანა დაუსახეს.
ერთი ვაგონის ტვირთზიდვა 50 ტონას შეადგენს, ესე იგი შეგვიძლია რუსეთის საოკუპაციო ჯარის 10 ათასი მოკლული ჯარისკაცის გადასვენება.
ახლა ვაგონები უკვე სადგურებზეა სრული დატვირთვის მოლოდინში - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ერთკვირიანი ომის შედეგად დაღუპულია 9 ათასი რუსი ჯარისკაცი.