თითქმის 32 წლიან არსებობას წყვეტს ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“. მისი მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის მიერ დღეს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.
რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.
მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 1 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ ეთერიდან გათიშა რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ და დაბლოკა ტელეარხ დოჟდის და რამდენიმე გამოცემის საიტებიც. გუშინ კი ტელეკომპანია „დოჟდის“ თანამშრომლების განცხადებით, მათ რუსეთი დატოვეს.