ხარკოვის დაბომბვის შედეგად 24 საათში დაიღუპა 34 ადამიანი, დაშავდა 285 - საგანგებო სამსახური

03 მარტი 2022, 13:33 1160 ნახვა

3 მარტის დილის მდგომარეობით ხარკოვის რეგიონში რუსეთის მიერ, დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 34 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 285, მათ შორის 10 ბავშვი. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერი აგრძელებდა დასახლებული პუნქტების დაბომბვას, ჭურვებითა და სარაკეტო არტილერიით. მძიმე დარტყმა მიაყენეს ქალაქებს ხარკოვსა და იზიუმს, ასევე ხარკოვის მხარის სოფლებს იაკოვლევკასა და ხოროშევოს.

სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი