სულ რაღაც შვიდ დღეში, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმე გავხდით, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, აუცილებელია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
„უკრაინაში დარჩენილი კიდევ მრავალი მილიონისთვის დროა იარაღი გაჩუმდეს, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იყოს შესაძლებელი,“ - წერს გრანდი.