ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოაქვეყნა

02 მარტი 2022, 16:57 820 ნახვა

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა.

„სვიფტის“ (SWIFT) საფინანსო სისტემიდან ითიშება შემდეგი ბანკები: „ნოვინკომბანკი“, „რასია ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „ბანკ ოტკრიტიე“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“ და „ვნეშეკონომბანკი“.

სანქციები ასევე შეეხება ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომლის საკუთრების უფლების 50 პროცენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ ზემოაღნიშნული ნებისმიერი ბანკი ფლობს.

ევროკავშირი ასევე კრძალავს ევრო ბანკნოტების გაყიდვას, მიწოდებას, გადაცემას ან ექსპორტს რუსეთში.

"გაყიდოს, მიაწოდოს, გადარიცხოს ან გაიტანოს ევროს ბანკნოტები რუსეთში ან ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ერთეულზე ან ორგანოზე რუსეთში, მათ შორის რუსეთის მთავრობასა და ცენტრალურ ბანკში, ან რუსეთში გამოსაყენებლად"- წერია განცხადებაში.

ეს აკრძალვა ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, ანუ 12 მარტიდან.

დოკუმენტში ასევე საუბარია, ნებისმიერი სახის რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ. ასევე, რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად „რაშია თუდეის„“ და „სპუტნიკის“ წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში