„არა ომს“ - მოსკოვში აქციის მონაწილე ბავშვები დააკავეს

02 მარტი 2022, 14:43 1366 ნახვა

ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი ჯერ არა - ასე ეხმაურება რუსი  დამოუკიდებელი ჟურნალისტი მოსკოვში მცირეწლოვანი ბავშვების დაკავების ფაქტს, რომლებმაც უკრაინაში ომი გააპროტესტეს. 

გრიგორი ნეხოროშევი წერს, რომ  ბავშვები მშობლებთან ერთად მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან დააკავეს, როცა მათ იქ ყვავილები მიიტანეს.

ბავშვებს ხელში მათივე დახატული პლაკატები ეჭირათ წარწერით - არა ომს. „ ბავშვები პოლიციამ მშობლებთან ერთად  დააკავა, მთელი ღამე  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესნენსკოეს განყოფილებაში ჰყავდათ. 

მშობლებს ტელეფონები ჩამოართვეს, მათთან აღარ არის კავშირი. მშობლებს უყვირიან, მშობლის უფლების ჩამორთმევით ემუქრებიან - წერს რუსი ჟურნალისტი და კოლეგებსა და უფლებადამცველებს დახმარებისთვის მიმართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი