ომის მეექვსე დღე უკრაინაში

01 მარტი 2022, 20:34 1254 ნახვა

უკრაინულმა დიპლომატიამ გამოიტანა რამდენიმე მოთხოვნა, რასაც რუსეთი კიევისგან ითხოვს. მათ შორის: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი; დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; დენაციფიკაცია და ყირიმზე უარის თქმა. უკრაინული მედიის ცნობით, მეორე მხრივ, უკრაინამ მოითხოვა „დუმილის რეჟიმი“ მომდევნო შეხვედრამდე, თუმცა რუსულ მხარეს ამის დაპირება არ გაუცია, კერძოდ, პირველ მარტს ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე განახორციელა ავიადარტყმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეცოპერაციას, ვიდრე დასახულ მიზნებს არ მიაღწევს. მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცოტა ხნის წინ კიევის ტელეანძა დაბომბეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში