უკრაინული მედია - ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ

01 მარტი 2022, 14:31 1317 ნახვა

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში ბელარუსის ჯარი შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია  ტერიტორიული თავდაცვის ძალების რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელზე ვიტალი  კირილოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. 

„ღმერთმა  არ ჰქნას, რომ კონფლიქტი პლანეტარულში გადაიზარდოს“ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ბელარუსის არმია  უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობს. მანამდე  ჩერნიგოვოს  ხელმძღვანელობამ  ფეისბუქგვერდზე  ქალაქის მოსახლეობა  გააფრთხილა, რომ ჩერნიგოვოდან გასასვლელი ყველა  გზა დანაღმულია, მოქალაქეებს  სახლში ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ჩერნიგოვოს რაიონში შეტაკებები მეორე დღეა მიმდინარეობს, ქალაქს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნეს. დაიბომბა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში