ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს სიცრუის იმპერიას უწოდებს. სანქციების საპასუხოდ, რუსეთი აკრძალავს ავიაკომპანიების ოპერირებას 36 ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. უკრაინული გამოცემა UNIAN-ი, კი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ არსებობს მონაცემები, რომლის თანახმად, პუტინი ბოლო დღეების განმავლობაში ურალში ბუნკერში იმყოფება. უკრაინაში მეხუთე დღეა ომია. დაიბომბა ხარკოვი და სუმი - ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული.