მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა

22 დეკემბერი 2016, 00:00 3330 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობა დატოვა. მირანდა ჩარკვიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, სააგენტოში კი განმარტავენ, რომ იგი უწყებაში დღეს არ გამოცხადებულა. უცნობია ჩარკვიანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა თუ განათლების ახალი მინისტრის გუნდში არ აღმოჩნდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო კომენტარებში ჩარკვიანი აცხადებდა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურდა.

ამავე კატეგორიაში