ომი უკრაინაში - დღე მეხუთე

28 თებერვალი 2022, 14:32 897 ნახვა

24 თებერვლის შემდეგ რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 5 ათას 300-მდე ცოცხალი ძალა  შეადგინა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე  ანა მალიარი წერს. 

მისი თქმით, მტრის სავარაუდოდ ჯამური დანაკარგი  შეადგენს: 29 თვითმფრინავს, ამდენივე  ვერტმფრენს, 191 ტანკს,  816 ჯავშანტექნიკას, 74 ქვემეხს, ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა ბუკს, 21  ცეცხლრეაქტიულ სისტემას გრადს,  291 საავტომობილო ტექნიკას, 60 ცისტერნას, 2 გემსა და კატარღას,  5 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, 3 უპილოტო საფრენ აპარატს.

მაიარის თქმით, ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში  მხოლოდ ბრძოლის დასრულების შემდეგ მოდის,  ბრძოლები კი დროში ძალიან გაწელილია. ამიტომაც მონაცემების მიღება  ან მეორე დღეს ან ერთი დღის შემდეგ  ხდება - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი