სამხრეთ კორეა რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს - მედია

28 თებერვალი 2022, 11:29 842 ნახვა

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა, აკრძალოს სტრატეგიული მასალების ექსპორტი რუსეთში, რათა თავის მხრივ შეუერთდეს კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ გლობალურ სანქციებს, – ამის შესახებ კორეული მედია ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალური სეული ასევე გეგმავს, შეუერთდეს საერთაშორისო ნაბიჯს, რათა რუსეთის გაითიშოს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელიდან და ქვეყნის საგარეო უწყებამ ამის შესახებ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური არხებით აცნობა.

სამხრეთ კორეა აშშ-სთან ურთიერთკავშირით ასევე გეგმავს აკრძალოს კომპიუტერების, ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული უსაფრთხოების აღჭურვილობის, ლაზერებისა და სენსორების ექსპორტი რუსეთში.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასობრივი განადგურების იარაღის, მათი მიწოდების მანქანების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გავრცელების თავიდან აცილებას.

ცნობილია, რომ ვაშინგტონმა სეულს მოსკოვის წინააღმდეგ ექსპორტის კონტროლის ასეთი მკაცრი ზომების მიღება მოსთხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი