ომის მეხუთე დღე უკრაინაში 

28 თებერვალი 2022, 10:00 827 ნახვა

კიევსა და ხარკოვში ისევ აფეთქებების ხმა ისმის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

უკრაინის დედაქალაქში ღამით მშვიდობა იყო, ოკუპანტებმა კიევში შეღწევა ვერ შეძლეს. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას - არ დატოვონ თავშესაფრები. უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში ადგილობრივი დროით 02:45 საათზე საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად  დაშავდა  ქალი.

მას შედეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული რაკეტები და ჭურვები ხვდება არა მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, არამედ იბომბება სამოქალაქო შენობები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები.  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ბრძოლისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი