უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს პრიპიატის შემოგარენში ხვდებიან.
შეხვედრაზე რუსეთს გრიზლოვი და მედინსკი წარმოადგენენ, უკრაინას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
მინიმალისტურად ვრცელდება ინფორმაცია მხარეების მოთხოვნების შესახებ. უკრაინა რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს ქვეყნის ტერიტორიიდან, რუსეთი კი ითხოვს კაპიტულაციას.
რუსეთის მოთხოვნის შესახებ აქამდეც ჟღერდებოდა ინფორმაცია, თუმცა, ცნობილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამაზე კატეგორიული უარი აქვს ნათქვამი.