ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, მიგრაციის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები: ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესებია. კვლევა აჭარა-გურიის სეგმენტს მოიცავს და მისი მიზანია ჯერ არარსებული ბაზების შემქნა. კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი მიგრანტია აღნიშნულ რეგიონებში. პროექტი ერთწლიანია და ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოები ხორციელდება.