ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები - დარეგისტრირდა ორი კანდიდატი

29 იანვარი 2025, 10:51 405 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ აირჩევენ. ორი კანდიდატია რეგისტრირებული. ესენი არიან უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები - მამუკა ალაფიშვილი და სოფიო თავაძე. კანდიდატებთან გასაუბრება 30 იანვარს 14 საათზეა ჩანიშნული.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სასწავლებლის აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

საბჭო 5 წევრიანია. წესდების მიხედვით, ჯერ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც ფარულია.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 6 თვის ვადით ირჩევენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში