"ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია - თემურ მღებრიშვილი

28 იანვარი 2025, 17:31 242 ნახვა

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პირველი ეკიპაჟი ოთხ წუთში მივიდა, რამაც მოგვცა საშუალება, ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. დაიწვა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ტანსაცმელი, პლასტმასი. ამ ეტაპზე მოხსნილია ცეცხლის გავრცელების საფრთხე“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში