ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია განცხადებაში.