კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა - შსს 

27 თებერვალი 2022, 12:16 1513 ნახვა

27 თებერვალს, ღამის განმავლობაში ძლიერი თავდასხმების მიუხედავად, კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.

"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეღწევას, თუმცა კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინული კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრის, ყველა ჩვენმა ქალაქმა გაუძლო" - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში