რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება დიპლომატიური კავშირები დასავლეთთან.
მისი თქმით, მოსკოვი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს. მედვედევმა დასავლეთი ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს.