ქვენები, რომლებმაც პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა

26 თებერვალი 2022, 17:49 2171 ნახვა

სანქციები რუსეთის ლიდერებს - შავ სიაში შეყვანით უკრაინაში დაწყებული ომის გამო დასავლეთმა ოკუპანტ ქვეყანას დიპლომატიური პასუხი გასცა.

პერსონალური სანქციები პუტინსა და ლავროვს დაუწესდა, რაც აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. შავ სიაში ისინი ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ შეიყვანა.

ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მისამართით სანქციების უკვე მეორე პაკეტი დამტკიცდა. სანქციები შეეხება რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ  ბორელის  განცხადებით არსებობს რისკი, რომ საფრთხე დაემუქროს რუსეთის მეზობელ სხვა ქვეყნებსაც. რუსეთს შეუჩერდება  უფლება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველომ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უკრაინის ომის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესახებ საუბრისას გაიხსენა საქართველო. აღნიშნა რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა და წლების განმავლობაში გრძელდება მეზობელ ქვეყნებში აგრესორის მხრიდან ოკუპაცია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში