„რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გახდის რუსეთს უფრო დაცულს და არ გახდის რუსეთს უფრო პატივსაცემს მსოფლიოში, ეს არ მოუტანს უკეთეს მომავალს თქვენს შვილებს“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი სანქციები, მაგრამ უნდა იყვნენ მზად მეტის გასაკეთებლად, მაშინაც კი თუ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ.