აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივანს საგანგებო მემორანდუმით მიმართავს და უკრაინისთვის დაუყოვნებელი ფინანსური დახმარების გამოყოფას ავალებს, რაც ითვალისწინებს 250 მილიონი დოლარის უსასყიდლო დახმარებას და კიდევ 350 მილიონ დოლარს, რაც თავდაცვის საშუალებებს და თავდაცვის სამინისტროს სერვისებს, სამხედრო განათლებას და წვრთნას მოხმარდება.
რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს - პუტინი და ლავროვი შავ სიაში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ შეიყვანეს.
ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირი სანქციები დაუწესეს.