სად გაიმართება მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის? - რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა იყო და კვლავაც მზად არის ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ.
თავდაპირველად დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევს შესთავაზეს დელეგაცია ჩასულიყო მინსკში. მისი თქმით ლუკაშეკო მზად იყო ამ მოლაპარკებისთვის ემასპინძლა, რაზეც კიევმა უარი განაცხადა. ითქვა, რომ შეუძლებელია მოლაპარკების წარმართვა იმ ქვეყანაში, რომელიც ოკუპანტის მხარდამჭერია, ბუნებრივია, არ იძლევა გარემოს, სადაც ქვეყანამ ლეგიტიმური უფლებები უნდა დაიცვას“.
გავრცველებული ინფორმაციით, შუამავლის როლი შესაძლოა ისრაელმა შეასრულოს.