დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ზე წერს.
ბორის ჯონსონმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის, რომ რათა მაქსიმალური დარტყმა მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.
"დღეს შუადღისას, მე მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პრეზიდენტს პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ.
დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა", - წერს ჯონსონი.
ცოტა ხნის წინ კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.