მეტი მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვას და ბოსნია ჰერცეგოვინას, დავეხმაროთ დემოკრატული რეფორმების გატარებაში - სტოლტენბერგი

25 თებერვალი 2022, 22:34 1244 ნახვა

მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 სტოლტენბერგი ამბობს, რომ ლიდერებმა დღეს ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.

„ლიდერებმა დღეს ნათლად განაცხადეს, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კრემლი ცდილობს, ნატო-მ და ევროკავშირმა ნაკლები მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენს პარტნიორებს. კოლექტიური პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ეს კრიზისი ახდენს დემონსტრირებას ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობისა ნატო-ში. არ არსებობს უსაფრთხოება ევროპაში ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის გარეშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი