თურქეთის უარი უკრაინის ელჩს

25 თებერვალი 2022, 14:53 2335 ნახვა

თურქეთმა უარი განუცხადა უკრაინის ელჩის თხოვნაზე, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსულ სამხედრო ხომალდებს მიმოსვლა შეუზღუდოს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ამათან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა.

„თურქეთს შეუძლია, შეზღუდოს სამხედრო ხომალდების გასვლა სრუტეებზე, თუმცა „მონტრეს კონვენცია“ ასევე ითვალისწინებს, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხომალდებს საკუთარ ბაზებზე დაბრუნება შეუძლიათ და მათთვის ეს ნებადართული უნდა იყოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი