ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის , მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მზად არის, კონსტიტუციის შესაბამისად წარმოადგინოს საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა. ჩაინიშნა პარლამენტის საგანგებო სხდომაც, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ოპოზიცია, სადაც ფიქრობენ, რომ სხდომა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით უნდა დასრულდეს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ სამართლებრივად ოპოზიციის მოთხოვნა გაუმართავია. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის საბოლოო ნაბიჯებს ელოდება. პარალელურად, "ქართული ოცნება" უკრაინის საკითხზე ახალი რეზოლუციის ტექსტზე მუშაობს, რომელსაც მმართველი გუნდი მომდევნო კვირას წარმოადგენს.