სავარაუდო თაღლითობით დაზარალებულების აქცია ქობულეთის პოლიციასთან

23 თებერვალი 2022, 14:39 3002 ნახვა

ქობულეთში, სავარაუდოდ, თაღლითობით დაზარალებულებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს პოლიციის სამმართველოსთან.  მათ დღეს სამართალდამცავ უწყებაში ხელმოწერები დატოვეს და ლომბარდის ხელმძღვანელის დასაკავებლად დროული ღონისძიების გატარება მოითხოვეს. ამბობენ, რომ თანხის და პროცენტის დაფარვის მიუხედავად ლომბარდის მფლობელი მათ ძვირფასეულობას არ აბრუნებს, უფრო მეტიც, მან ქვეყანა დატოვა.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილე შეხვდა. გიორგი გამყრელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაწყებულია.

საქმეზე გუშინ ლომბარდის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკითხა და ლომბარდიდან  ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია, რომლებიც დაილუქა და აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი