„ამბასადორის“ საქმეზე ზეპირი განხილვა გაიმართება

22 თებერვალი 2022, 18:22 1005 ნახვა

ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“   და „ბათომი“ ასაჩივრებენ. 2021 წლის დეკემბერში გაცემული ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  19-სართულიან პროექტს კიდევ ორი სართული ემატება, ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან  3 მიწისქვეშა სართულია. სარჩელის ავტორების შეფასებით,  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს. საჩივარზე ზეპირი მოსმენა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში 25 თებერვალს 10 საათზე გაიმართება. 2020 წელს „ამბასადორი ბათუმი“  მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში