რუსეთის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება და უკრაინის თავშეკავებული რეაქცია

22 თებერვალი 2022, 12:04 1097 ნახვა

24 საათის განმავლობაში დონბასში 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარებას", საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უწყებაში აცახდებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დარტყმაა ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაზე.  

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადება კანადა.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გმობს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და გადაწყვეტილებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.

პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ შვედეთის, ბულგარეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ მოლდოვის და ესტონეთის პრეზიდენტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი