ეუთო-ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს. დასკვნა კი კანონში შეტანილ ცვლილებებზე სახალხო დამცველს გაუგზავნა. ამავე ინფორმაციით, ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორს და მის მოადგილეებს მანდატი უნდა გაუგრძელდეთ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია იმ კითხვების შინაარსი, რითიც სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო-ოდირს მიმართა. მათი თქმით, ორგანიზაციასთან მიმართვამდე ნინო ლომჯარიას პარლამენტთან კონსულტაციის გამართვა არ უცდია. დეტალურად რა მისწერა ომბუდსმენმა საერთაშორისო ორგანიზაციას, სწორედ ამის გასაჯაროებას ითხოვს „ქართული ოცნება“