აშშ-ს საელჩო რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

21 თებერვალი 2022, 10:06 682 ნახვა

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე მიიღეს. პარალელურად, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ევაკუაციის გეგმების შედგენისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადახედონ პერსონალური უსაფრთხოების გეგმებს, შექმნან ევაკუაციის გეგმები, რომლებიც არ არის დამოკიდებული აშშ-ს მთავრობის დახმარებაზე, მოერიდონ ხალხმრავლობას და თან იქონიონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მათ შორის აშშ-ს პასპორტი მიმდინარე რუსული ვიზით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი