რუსეთმა აზოვის ზღვის და საჰაერო სივრცის ნაწილი 26 თებერვლამდე ჩაკეტა 

21 თებერვალი 2022, 10:06 741 ნახვა

რუსეთმა აზოვის ზღვის დიდი ნაწილი და მის თავზე საჰაერო სივრცე 26 თებერვლამდე ჩაკეტა - ლუგანსკში ვითარების გამწვავებიდან გამომდინარე ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკვე მესამე დღეა ლუგანსკის ოლქში ისვრიან. დაიჭრა ერთი სამხედრო, დაზიანდა საცხოვრებელი სახლიც. 

უკრაინული მხარე რუსეთის პროვოკაციებსა და კიევის დადანაშაულების მიზნით პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებაზე მიუთითებს.

რუსული მედია კი უკრაინის ძალების მიერ ლუგანსკში ცეცხლის გახსნისა და შედეგად, ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი