მსოფლიო კოვიდსტატისტიკა

20 თებერვალი 2022, 13:05 910 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 423 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.

სახელმწიფოების ნაწილი რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობს. ბელგიაში იმ ადამიანებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობდნენ შეუძლიათ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ბარები და რესტორნები კი ადრე აღარ დაიკეტება.

ასევე ამსუბუქებს რეგულაციებს საფრანგეთი მოგზაურებისთვის. გაერთიანებული სამეფოდან შესული ტურისტები კოვიდ ტესტის წარდგენისგან თავისუფლდებიან. ტესტის წარდგენას აღარ მოსთხოვენ 12 წლამდე მოზარდებს.

რეგულაციებს მსუბუqდება ახალ სამხრეთ უელსშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში