უკრაინა ომის ზღვარზე - დონბასიდან რუსეთის როსტოვის ოლქში 10 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა

19 თებერვალი 2022, 15:06 2031 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების ლიდერების მიერ ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, დონბასიდან რუსეთის როსტოვის ოლქში 10 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია ავრცელებს.

„ტასი“ წერს,რომ რუსეთის საზღვარი 10 300-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთა შორის 4 500-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტმა ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაციისა და საყოველთაო მობილიზების შესახებ გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში