ატლანტის ოკეანეში სატვირთო გემი იწვის

18 თებერვალი 2022, 18:45 1571 ნახვა

ატლანტის ოკეანეში აზორის კუნძულებთან  „პორშესა“ და „ფოლკსვაგენის“ ბრენდის მანქანებით იწვის დატვირთული გემი იწვის.  ის გერმანიიდან აშშ-ში მიდიოდა. ხანძრის გამო ეკიპაჟის 22-ვე წევრმა გემი დატოვა. უახლოეს დროში იგეგმება გემის ბუქსირით მიყვანა უახლოეს პორტამდე. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების შესახებ უცნობია, მათ შორის უცნობია ზარალის რაოდენობაც. ავტოკონცერნმა „პორშემ“მომხდარის შესახებ უკვე აცნობა იმ მომხმარებლებს, რომელთა ნაყიდი მანქანებიც გემზე იმყოფება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი  სატვირთო გემი „ფელისითი ეის“ იაპონურ კომპანიას ეკუთვნის. მისი სიგრძე 200 მეტრია და შეუძლია რამდენიმე ათასი ავტომობილის გადატანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში