უკრაინის ერთიანობის დღე

16 თებერვალი 2022, 19:13 1490 ნახვა

სოლიდარობისთვის უკრაინა მადლობას უხდის საქართველოს. დღეს, 16 თებერვალს, როდესაც დასავლური დაზვერვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ვარაუდობდა, უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს ასე მიმართა. „ჩვენ ვართ განსხვავებულები, მაგრამ გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ მშვიდად. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“. უკრაინელები ამბობენ, რომ ისინი მსოფლიოს საკუთარ ერთიანობას ანახებენ და ამბობენ, რომ პირველ რიგში მშვიდობა სურთ და რუსული აგრესიის არ ეშინიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში