ისრაელში საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

28 ნოემბერი 2024, 08:39 161 ნახვა

ისრაელში ასობით მომიტინგემ  ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მას შემდეგ, რაც   ისრაელსა და ჰეზბოლას შორის  ბრძოლების დასრულების შეთანხმება გაფორმდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ზავმა აჩვენა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სამხრეთშიც იყო შესაძლებელი.

ათასამდე ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომელიც მძევლების დაბრუნების  მოთხოვნით   ქალთა საპროტესტო აქციის მიერ იყო ორგანიზებული. გზების დაბლოკვის მცდელობისას, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა.

101 ისრაელელი მძევალი რჩება ღაზაში ჰამასის ტყვეობაში და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მათ ყველას სახლში დააბრუნებს და  ჰამასს  გაანადგურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში