სამხრეთ კორეაში რეკორდული თოვლი მოვიდა

28 ნოემბერი 2024, 13:39 560 ნახვა
00:00
00:00

11 ადამიანი დაშავდა სამხრეთ კორეაში მასშტაბური ავარიის შედეგად, რომელშიც 53 მანქანა მონაწილეობდა. ინციდენტი დიდთოვლობის გამო მოხდა.  

სეულში  ნოემბრისთვის რეკორდული თოვლი დაფიქსირდა.  ქვეყნის დედაქალაქში ასეთი ინტენსიური ნალექი 1907 წლის შემდეგ არ ყოფილა.

სეულის ზოგიერთ რაიონში 40 სანტიმეტრიანი თოვლი მოვიდა, რამაც 140 ავიარეისის გადადება გამოიწვია და გარდა ამისა  ბორნის მოძრაობა შეაფერხა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. 

 
გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი