სოლიდარობის აქცია უკრაინის საკონსულოსთან

16 თებერვალი 2022, 14:40 1157 ნახვა

“სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“, “რუსეთი ოკუპანტია“ -  ამ მოწოდებით აქცია გაიმართა ბათუმში.

უკრაინის საკონსულოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ დაგმეს რუსული აგრესია და გააპროტესტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებები უფრო მკაფიო უნდა იყოს. 

დღევანდელი აქცია პარტია “ლელოს“ ორგანიზებით გაიმართა და სიმბოლურად უკრაინაში გამოცხადებულ თავისუფლებისა და ერთიანობისა დღეს უკავშირდებოდა.

მთავარი გზავნილებიც სწორედ  უკრაინისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა იყო.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში