აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს 

15 თებერვალი 2022, 10:48 758 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. როგორც ბლინკენმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

აქვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამზგავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. უწყების ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა.

აშშ-ის დეპარტამენტის  ცნობით, საელჩო აგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ქვეყანაში დიპლომატიური ჩართულობის კოორდინირებით.

ამასთან აშშ გააგრძელებს ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის დეესკალაციისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი