ბაიდენი და ჯონსონი: “უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის”

15 თებერვალი 2022, 10:47 654 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე დიპლომატიური ჩართულობის საკითხი განიხილეს.  ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

ლიდერებმა ასევე განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციას აირჩევს,"- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი