ისევ რთულია ვითარება უკრაინაში და მზარდია შიში ომის დაწყების საფრთხის გამო. „უკრაინის ცა ღიაა“, - ასე გამოეხმაურა გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის გავლით ფრენისგან თავი შეიკავონ. ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ისევ მოუწოდებენ უკრაინა დატოვონ.
როგორც თავის ბოლო შეფასებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე „საკმაოდ მოახლოებულია“.
ამ საფრთხეების ფონზე ისევ უშედეგოა დასავლეთის ყოველი პირისპირ თუ სატელეფონო საუბარი მოსკოვთან.