ევროკავშირმა რუსეთს შეთავაზებული უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით ბლოკის 27 საგარეო მინისტრის სახელზე ერთიანი პასუხი გაუგზავნა. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობის დემონსტრირებისთვის პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაეგზავნათ.
ამასთან, ევროკავშირში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ წერილი უკვე მიიღეს. ინფორმაციისთვის, არც რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და ევროპული სტრუქტურებისთვის გაგზავნილი წერილების და არც მისი საპასუხო წერილების შინაარსი არცერთ მხარეს არ გაუსაჯაროებია, მაგრამ დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი შეეხება რუსეთის შეშფოთებას მის დასავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით ევროკავშირის ძალისხმევას.