რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო უკრაინის მიმართ აგრესია დაასრულოს და დიალოგის გზას დაუბრუნდეს -განაცხადა მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოებას არავინ ემუქრება, უკრაინას კი სრული უფლება აქვს, დაიცვას თავი, გაწევრიანდეს ალიანსებში, რათა უკეთესად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის ესმით, თუმცა ვერ იგებენ.