მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად, - ამის შესახებ პარტია ფორსა იტალიას საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ის ეხმაურება იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალ’ოსოს პრესკონფერენციას თემაზე:
„ხალხების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა”, რომელშიც ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
ვალენტინო ვალენტინის განცხადების თანახმად, დეპუტატ დალ’ოსოს განცხადება არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის ფორსა იტალიას პოზიციას.