ვითარება უკრაინაში

09 თებერვალი 2022, 20:07 915 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, შესამჩნევია რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან განგრძობადი სამხედრო გაფართოება, ასევე მოსკოვი არ წყვეტს მუქარის შემცველ რიტორიკას. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, მოუსმინოს რუსეთს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, აკონტროლებს დონბასის ნაწილს და არის აგრესორი. უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, თუმცა საბედნიეროდ დაღუპულები არ არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი