შოლცი - ლიდერების საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა

09 თებერვალი 2022, 10:45 532 ნახვა

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და მას მძიმე შედეგები ექნება - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ მათი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. პოლონეთის პრეზიდენტმა  კი აღნიშნა, რომ გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არ შეაჩერებენ ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ - აღნიშნა ანდჯეი დუდამ.

მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა ემანუელ მაკრონმა.

არსებული კრიზისის ფონზე კი რუსეთი იწყებს მასშტაბურ სახმელეთო და საზღვაო სწავლებას უკრაინის საზღვრებთან ახლოს. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამხედრო მანევრების ჩატარება იგეგმება ხმელთაშუა და შავ ზღვებშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი